თორნიკე მიშელაძე მოგესალმებათ...Friday, 2024-04-19, 6:51 AM
შემოსული ხართ როგორც: Guest | Group "Guests" | RSS
[ New Posts · Members · Forum Rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
Forum » Test section » სიმგერები » ra aris HardRockii (TU ar icit ra aris hardrocki shemodiT)
ra aris HardRockii
misheladzeDate: Tuesday, 2007-06-26, 6:51 AM | Message # 1
Admin
Group: Administrators
Messages: 43
Reputation: 0
Status: Offline
რატომღაც ქართველეთში ბევრი ხალხი ეძახის "ჰარდკორს" უამრავ ჰარდკორთაბ საერთოდ არ დაკივშირებულ სტილს და ჯგუფს...მე გამიგია როგორ ხმარობდნენ სიტვა "ჰარდკორ" ესეთი ჯგუფების მიმართ როგორეც არიან- Slipknot,Rage Against The Machine,Limp Bizkit,Korn და ა.შ. ზოგი დრამერი ცდილობდა ეჩვენებინა ჩემთვის "ჰარდკორის რითმი" და უკრავდა ძალიან უცნაურ რეპის მაგვარ რაღაცას...ამ ყველაფერმა დამაფიქრა და მე გადავწყვიტე პატარა ინფოს დადება იმაზე თუ რა არის ბოლოს და ბოლოს ეს იდუმალი ჰარდკორი.

უბრალო გუგლში ძებნით ცნობილი ვიკიპედიის საიტზე მე ვხედავ აი ასეთ განმარტებას "Hardcore punk (usually referred to simply as hardcore) is a subgenre of punk rock which originated in the United States of America in the late 1970s."
თარგმანი- "ჰარდკორ პანკი(ხშირად ხსენებული როგორც უბრალოდ ჰარდკორი) არის პანკ როკის ქვეჟანრი,რომელიც წარმოიშვა აშშ-ში 1970-ნების ბოლოს...

 
misheladzeDate: Tuesday, 2007-06-26, 6:51 AM | Message # 2
Admin
Group: Administrators
Messages: 43
Reputation: 0
Status: Offline
ჰარდკორი ყოველთვის იყო პანკ-როკთან ასოცირებული და დაკავშირებული,ფაქტიურად ჰარდკორი ეს პანკ როკია,უბრალოდ გაცილებით სწრაფი და ნაკლებად მრავალფეროვანი მელოდიის მხრივ(პირველი ჰარდკორ ჯგუფები,როგორც Black Flag,და Teen Idles საერთოდ იყენებდნენ 2-3 აკორდს)
სიმღერების ხანგრძლიობა ხარკორში(როგორც წესი) რეკორდულად პატარაა 30-40 წამიდან 2 წუთამდე მაქსიმუმ.ხარდკორის ჟღერადობა "ჭუჭხიანი" და ძალიან უმია.ვოკალი მაღალი და ძალიან აგრესიული.

პირველი და ყველაზე ცნობილი old-school ჰარდკორ ჯგუფები,ე.წ. "ჰარდკორის დიდი სამეული"- Black Flag,Minor Threat და Bad Brains

 
misheladzeDate: Tuesday, 2007-06-26, 6:51 AM | Message # 3
Admin
Group: Administrators
Messages: 43
Reputation: 0
Status: Offline
Black Flag დაარსდა 1976 წელიწადს კალიფორნიაში,შეზავა Ramones-სის ტიპის პუნკში უცნაური ატონალური სოლოები და დეპრესიული ლირიკა...ჯგუფის სიჩქარე არ იყო ძალიან მაღალი,და წლების გავლით სულ უფრო მძიმე და მძიმე ხდებოდა...დაიშალა 1986-ში
http://www.link.ge/file/54517/Black-Flag--...-Above.mp3.html

Minor Threat დაარსდა 1980 წელიწადს ვაშინგტონში.იარსება მარტო 3 წელიწადი,მაგრამ შექმნა ის რასაც ქვია კლასიკური ძველი სკოლის ჰარდკორი.ჯგუფი იყო საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური,ლირიკა უფრო პოლიტიკური ანტისოციალური.Minor Threat გამოდიოდნენ ალკოჰოლის და ნარკოტიკების წინააღმდეგ,ზუსტან ამ ჯგუფმა ბიძგი მისცა Straight Edge-ის მოძრაობას.

http://www.link.ge/file/54526/04---Straight-Edge.mp3.html

 
misheladzeDate: Tuesday, 2007-06-26, 6:51 AM | Message # 4
Admin
Group: Administrators
Messages: 43
Reputation: 0
Status: Offline
Bad Brains დაარსდა ვაშინგტონში 1979 წელს.მანამდე ჯგუფის წევრები უკრავდნენ ჯაზ-ფუჟენ ბენდეში Mind Power...და მერე რატომღაც გადაწვიტეს ჰარდკორის დაკვრა.ბენდის ყველა წევრი აფროამერიკელია.და ზოგ სიმღერაში იყენებენ რეგის და ფანკის ელემენტებს.ჯგუფი არსებობს დღემდეც...

http://www.link.ge/file/54529/01-bad-brain...um-cor.mp3.html

ჰარდკორი ყოველთვის იყო და არის პუნკ-როკ სცენის ნაწილი.
ზუსტად ჰარდკორ კონცერტებზე დაიბადა ცნობილი "სტეიჯ-დაივინგი".დღემდე ძნელი იპოვო ზღვარი რომელიც აშორებს უბრალოდ სწრაფ პუნკს და ჰარდკორს,ამის მაგალითია ჯგუფები Dead Kennedys,Good Riddance,Descendents,Only Crime...ბევრი ჯგუფი თავიდან იწყებდა როგორც ჰარდკორ ჯგუფი და მერე დარბილდა,(Bad Religion,Nofx,Rise Against,A Wilhelm Scream...).

ჰარდკორი არ იდგა ადგილზე და ევოლუციას განიცდიდა,ჰარდკორიფან წარმოიშვა და განვითარდა ემო-კორი,გრაინდ-კორი და უამრავი სხვა სტილი.მოხდა ჰარდკორის და მეტალის შეზავა რის შედეგაც გაჩნდა თრეშ მეტალი და სპიდ მეტალი...არსებობს რეპ-კორი,მეტალ კორი და სკა-კორიც...

Didi madloba "georock.ge"s !!!

Message edited by misheladze - Tuesday, 2007-06-26, 6:53 AM
 
Forum » Test section » სიმგერები » ra aris HardRockii (TU ar icit ra aris hardrocki shemodiT)
  • Page 1 of 1
  • 1
Search:

საიტზე წვალობს თორნიკე მიშელაძე © 2006Powered by uCoz