მოგესალმებათ თორნიკე მიშელაძე...Tuesday, 2024-04-23, 1:19 PM
შემოსული ხართ როგორც: Guest |სტატუსი "Guests" | RSS
მენიუ

კატალოგები
Soft [333]
პროგრამები
Video [11]
ვიდეო
Enjoy [4]
გართობა
Mobile [1]
მობილური
Drivers [1]
დრაივერები
Counter's Files [14]
ქაუნთერის ფაილები
E-Books [3]
ელ.წიგნები
Music [15]
მუსიკა
Clips [21]
მუსიკალური კლიპები
Pictures [11]
სურათები
Game [2]
თამაშები
Group [8]
ჯგუფები
Movie [6]
ფილმები

გამოკითხვა
რომელი ჯობია?
Total of answers: 291

საწყისი გვერდი » 2007 » April » 1 » LED ZEPPELIN
LED ZEPPELIN

1968 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფი Yardbirds დატოვა ორმა წევრმა,(Keithg Relf da Jim McCarty)დარჩნენ Jimmy Page და ბასისტი Chris Dreja, ჯიმიმ გადაწყვიტა ახალი შემადგენლობით ჯგუფის შექმნა და დაიწყო ვოკალისტის და დრამერის ძებნა. მას გაგონილი ქონდა იმხანად ახალგაზრდა, მომხიბვლელი ბიჭის-Robert Plant ის შესახებ, რომელიც ბირმინჰემში იმ ხანად ჯგუფ Hobbstwedle-ში მღეროდა. ჯიმი Peter Grant-თან ერთად(შემდგომში ჯგუფის პროდიუსერთან) ეწვია პლანტს და მოისმინა მისი ნამღერი. ისინი აღფრთოვანებული დარჩნენ და რობერტს შესთავაზეს ახალი ჯგუფის ვოკალისტობა 1968 წლის აგვისტოში. რაზეც ის დათანხმდა, რობერტმა რეკომენდაცია გაუწია თავის სკოლის მეგობარ John Bonhems, რომელთან ერთადაც ის მოღვაწეობდა ჯგუფ Band Of Joy-ში.(ისე დრამერის ''თანამდებობაზე'' დაჟინებით ურჩევდნენ B.J.Willson-ს ჯგუფიდან Procol Harum) ბონემმაც დადებითი პასუხი მისცა სექტემბერში. მოულოდნელად პროექტს გამოეთიშა ბასისტი Chris Dreja. რომლის ადგილი ჯიმის ნაცნობმა John Paul Jones-მა დაიკავა.შეიქმნა ახალი ჯგუფი The New Yardbirds 1968 წლის სექტემბერში.რეპეტიციებს მოჰყვა ოათდღიანი ტურნე, რომელიც დაიწყო კოპენჰაგენში.ამ კონცერტებზე გამოდიოდნენ The New Yardbirds-ის სახელით. ჯგუფის ახალი სახელის ვარიანტები იყო The Mad Dogs, The Mad Boys, The Whoopie Cushions. საბოლოოდ შეჩერდნენ LEAD ZEPPELIN-ზე.
ოდეზღაც 1937 წ. სამხედრო-საზღვაო ავიაბაზაზე Lakerhurst-ში, ნიუ ჯერსიში, ტრანსატლანტიკური გადაფრენის შემდეგ დირიჟაბლმა Hinderburg განიცადა კატასტროფა. (კრუშენიე სხვანაირად ვერ გადმოვთარგმნე) 30 წლის შემდეგ ეს მოვლენა გაიხსენა Keith Moon-მა(ჯგუფ The Who-ს წევრი). როდესაც პეიჯს უნდოდა ჯგუფის შექმნა 1967-ში მუნმა უთხრა რომ группа развалитса как ''свинцовый дирижабль''.ერთი წლის შემდეგ ეს სახელი კვლავ გამოიყენეს, მხოლოდ სიტყვიდან LEAD ამოიღეს a ამერიკული პუბლიკისთვის უფრო მისაღები რომ ყოფილიყო.
ოქტომბერში მათ უკვე ჩაწერეს პირველი ალბომი, რომელიც 30 საათის განმავლობაში იწერებოდა.(ჯგუფის სახელიც ამ თვეში შეიცვალეს)
პირველად LED ZEPPELIN-ის სახელით გამოვიდნენ 1968 ჭლის 25 ოქტომბერს. 1968წ. ბოლოსთვის ჯგუფი დაეკონტაქტა Atlantic Records, შეერთებულ შტატებში და უკვე 1969 წელს ისინი გაემგზავრნენ თავიანთ პირველ ამერიკულ ტურნეზე, რაც დაეხმარა მათ თავიანთი ალბომის დებიუტში. ალბომს სახელად დაერქვა უბრალოდ Led Zeppelin. 1969 წელს ისინი ტურნეებს აწყობდნენ ამერიკასა და ინგლისში. მათი მუსიკით ყველა აღფრთოვანებული იყო. ტურნეების განმავლობაში მათ ჩაწერეს მეორე ალბომი Led Zeppelin II რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გამოვიდა..
ჯგუფის მესამე ალბომის Led Zeppelin III-ის ჩასაწერად ჯგუფი გაემგზავრა ''Bron-Yr-Aur''ში, უელსში, ყველასგან მოშორებით, სახლში, ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. იქ ჩაეყარა საფუძველი ბევრ გენიალურ აკუსტიკურ მელოდიას (მაგ: ''Bron-Yr-Aur Stomp'') რომლებიც შეიცავდენენ კელტურ და ბრიტანულ ხალხურ სტილს. ეს ალბომი ჩაიწერა Atlantic Records-ში 1970 წელს. გამოიცა იმავე წლის ნოემბერში.
LED ZEPPELIN-ის სხვადასხვაგვარი მისტიკური მისწრაფებები გამოვლინდა მათ მეოთხე ალბომში, რომელსაც მოიხსენიებენ სახელებით Zoso, Runes, Four Symbols ან უბრალოდ Led Zeppelin IV.ალბომზე ოთხი სიმბოლო იყო. ეს სიმბოლოები მათ სასცენო მოწყობილობაში 1971 წლის ნოემბრის ტურნეებზე გამოჩნდა. მეოთხე ალბომიც 1971 წლის ნოემბერში გამოვიდა.
შემდეგი სტუდიური ალბომი იყო Hauses of the Holy, რომელშიც იყო გრძელი სიმღერები, რომელიც ვრცელდებოდა სინთეზატორის საშუალებით, სიმის სექციები კი არანჟირებულ იქნა ჯონ პოლ ჯონსის მიერ. ასეთი სიმღერებია The Song Remains The Same, No Quarter, D'yer Mak'er.
LED ZEPPELIN-მა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა როკ მუსიკაში. 1973 წლის ტურნეს დროს შტატებში tampas-ის სტადიონზე ისინი 56 800 ფანის წინაშე ატარებდნენ კონცერტს.
1974 წელს LED ZEPPELIN-მა გამოსცა საკუთარი ჰოლოგრამიული მარკა ''Swan Song''. 1975 წლის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის პირველი 2 დისკიანი ალბომი Physical Graffiti.
1975 წელს ისინი ემზადებოდნენ ტურნესთვის ამერიკაში, რასაც ხელი შეუშალა რობერტ პლანტის და მისი მეუღლის ავარიაში მოყოლამ საბერძნეთში. ამის შემდეგ რობერტი ცოტა ხანი ისვენებდა. 1975 წლის ბოლოსთვის ჯგუფმა ჩაატარა 5 გენიალური საღამო გაერთიენბულ სამეფოში. ეს იყო პიკი მათი შემოქმედებისა და იმდროისთვის LED ZEPPELIN მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი იყო.(და არა მარტო მაშინ ის ყოველთვის მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს ჯგუფად დარჩება!)
1976 წლის გაზაფხულზე გამოიცა ჯგუფის შემდეგი ალბომი Presence, ის გახდა დასაბამი The Song Remains The Same-ის კინო-კონცერტის გამოშვებისა, რომელიც გამოჩნდა 1976 წლის შემოდგომაზე. თვითონ კონცერტი the song remains the same ჩატარდა 1973 წ. ეს არის ჯგუფის ერთადერთი დოკუმენტური კინო-კონცერტი.
1977 წელს ჯგუფი გაემგზავრა ტურნეზე ამერიკაში, სადაც 5 საღამო ჩაატარა. ''Day on the Green''-ის ფესტივალზე, ოკლანდში, რობერტს მიუვიდა ამბავი თავისი 6 წლის ვაჟის Kerac-ის მუცლის ინფექციით გარდაცვალების შესახებ. ტურნე შეწყდა. 1977 წლის ნახევარი და 1978 წლის უმეტესი ნაწილი რობერტი იმყოფებოდა სრულ იზოლაციაში. ჯგუფს არ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.
1978 წლის ზაფხულში მათ დაიწყეს ჩაწერა შვედეთში ABBA-ს სტუდიაში. 1 წლის შემდეგ მათ ჩაატარეს მოკლე ევროპული ტურნე შვედეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ავსტრიაში.
In Through The Out Door მათი მერვე ალბომი გამოიცა 1979 წლის ნოემბერში. ამ ალბომში შესულია სიმღერა რობერტ პლანტის მიერ მიძღვნილი თავის შვილის მიმართ all of my love.
ჯგუფი მოემზადა ახალი ტურნესთვის რომელიც 1980 წლის მაისში ჩაატარეს. ამის შემდეგ დაგეგმეს ამერიკული ტურნე, მაგრამ დიდმა უბედურმა შემთხვევამ საბოლოოდ ჩაახშო ლედ ზეპელინის მისწრაფებები.
1980 წლის სექტემბერში ჯგუფს რეპეტიციები ქონდა.24 სექტემბერს ისინი პეიჯთან წავიდნენ რეპეტიციის აღსანიშნავად. ბონზომ საკმარისზე მეტი დალია.
1980 წლის 25 სექტემბერს Jonh Bonhem-ი მკვდარი იპოვეს საძინებელში. ის რობერტ პლანტის ასისტენტმა იპოვა საკუთარ ნარწყევში ზურგზე დაწოლილი. სასწრაფო გამოიძახეს მაგრამ უკვე გვიანი იყო, ბონზო რამდენიმე საათის მკვდარი იყო. მისი სახით მსოფლიომ უდიდესი დრამერი ლედ ზეპელინის წევრი და ადამიანი დაკარგა:(. ყველა შოკში იყო. განსაკუთრებით პლანტი, ბონზო ხომ მისი დიდი ხნის მეგობარი იყო. ის მის ოჯახთან წავიდა ცოლის და შვილების გასამხნევებლად. ჯონსი სახლში დაბრუნდა. ჯიომი კი ფანჯრიდან უყურებდა მოდარაჯე ფანებს რომლებმაც მომხდარი ტრაგედიის შესახებ ჯერ არაფერი იცოდნენ.
ბონემის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Coda რომელშიც შედიოდა სხვადასხვა დროს ჩაწერილი კომპოზიციები. დაიშალა ერთიანი სული. პლანტმა პეიჯმა და ჯონსმა გააგრძელეს სოლო კარიერა. ჩაატარეს რამდენიმე კონცერტი ერთად, მაგრამ არა LED ZEPPELIN-ის სახელით. მათ ძალიან ბევრჯელ შესთავაზეს რომ თუნდაც ერთი კონცერტი მაინც ჩაეტარებინათ LED ZEPPELIN-ის სახელით. მაგრამ ბონემის გარეშე LED ZEPPELIN აღარ არსებობდა. იგი მხოლოდ სულიერად განაგრძობდა მოღვაწეობას მათში და რათქმაუნდა მათ მრავალ მსმენელში

Category: Group | Views: 1118 | Added by: misheladze | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
შესვლა

კალენდარი
«  April 2007  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ძიება

სტატისტიკა
RusTusovka.COM - ТОП 100 Русско-Язычных Сайтов Топ Суперраскрутка 1 Top on A-Z.az Free Web Counters
page counter Top on A-Z.az

მთვლელები

Copyright MyCorp © 2006Powered by uCoz